Category Archive სიახლეები

მოემზადე ვალენტინობისათვის BRAND SHOP-ში

14 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეყვარებულები ერთმანეთს უხსნიან გულებს, ჩუქნიან ყვავილებს, უგზავნიან რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს – „ვალენტინებს“. დიახ, 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღეა, ან უბრალოდ – ვალენტინობა.

საჩუქრის იდეის მოფიქრება დამეთანხმებით ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი თავსატეხია, რადგან გვსურს ის გამორჩეული და დასამახოვრებელი იყოს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ტანისამოსი, ფეხსაცმელი და აქსესაურები ნამდვილად შეიძლება იყოს კარგი და სიხარულის მომტანი საჩუქარი თქვენი მეორე ნახევრისათვის.

სეზონური ფასდაკლებები, ტანისამოსის ფართო არჩევანი და რაც მთავარია სამკაულების, საფულეებისა და აქსესუარების არჩევანში ჩვენთან არ იზღუდებით. მობრძანდით და თავად გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი!

მოემზადე ვალენტინობისათვის BRAND SHOP-ში

BLACK FRIDAY-ის დღესთან დაკავშირებით 22:00-მდე ვიმუშავებთ

Black friday მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე კულმინაციას აღწევს, გამონაკლისი არც საქართველოა და არც ჩვენი მაღაზია, რომელიც მაღალი ხარისხისა და მოდური კოლექციების შეძენის შესაძლებლობას 80%-მდე ფასდაკლებით გთავაზობთ.

ყველა ამ სიკეთის გათვალისწინებით გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენი მაღაზიები დღეს 22:00 საათამდე იმუშავებენ.

შევხვდებით მაღაზიებში!

Tags

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ BLACK FRIDAY-ის შესახებ

BLACK FRIDAY საქართველოში ბევრისათვის გაცვეთილი, ბევრისათვის კი ახალი და გაუგებარი ფრაზაა. როგორც არ უნდა იყოს ინგლისურიდან ეს სიტყვები ითარგმნება, როგორც “შავი პარასკევი”. რატომ “შავი პარასკევი”? რა ხდება ამ დღეს? რატომ იპყრობს ეს დღე ამხელა ყურადღებას? რა შუაშია BLACK FRIDAY ჩვენს მაღაზიასთან? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში გაგცემთ.

რატომ “პარასკევი”?
შავი პარასკევი მადლიერების დღეს უკავშირდება, ტრადიციულად მადლიერების დღე ამერიკაში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება, რაც ნიშანი არის იმის, რომ შობა-ახალი წლისთვის მზადება არაოფიციალურად იწყება. დღესასწაულის მეორე დღე კი ამერიკელებისათვის ფაქტიურად სიგნალია. იმისათვის რომ ივაჭრონ შობისათვის, დროთა განმავლობაში ეს კი ტრადიციათ იქცა. ასე და ამ გვარად იქცა ნოემბრის მეოთხე პარასკევი შოპინგის დღედ.

რატომ “შავი”?
ამის შესახებ სხვადასხვა ისტორია არსებობს. ერთ-ერთი ისტორია ასეთია: მოვაჭრეები, როგორც წესი წაგებას თავის წიგნაკში წითელი კალმით აღნიშნავდნენ, მოგებას კი შავით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს დიდ მოგებას ნახულობდნენ ისინი, როგორ წესი შავ კალამს იყენებდნენ, ამ ისტორიის თანახმად სწორედ აქედან მოდის “შავი პარასკევი”. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება ოქროს ფასის ვარდნას უკავშირდება, რომელმაც ოქროს ბაზარი “შავ” დღეში ჩააგდო.

რა მაშტაბისაა BLACK FRIDAY?
ამ მომენტისთვის ამ დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, მიუხედევად იმისა, რომ ეს არაა ოფიციალური დღესასწაული ბევრი დამქირავებელი თავის თანამშრომლებს დასვენების საშუალებას აძლევს. “შავმა პარასკევმა” ასეთ მაშტაბურ პოპულარობას ბოლო წლებში მიაღწია, 2005 წლიდან კი წლის ყველაზე დიდ შოპინგ დღედ ითვლება, როგორც წესი ხელმძღვანებლები მაღაზიებს ადრიანად ხსნიან, გვიან კეტავენ და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციებს სთავაზობენ.

BRAND SHOP OUTLET და BLACK FRIDAY
საქართველოშიც ისევე, როგროც მთელ მსოფლიოში, ყოველწელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ნოემბრის ბოლო პარასკევი. მეორედ არსებობის ისტორიაში ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ სიამოვნება და სოლიდური ფასდაკლება ამ დღესათან დაკავშირებით. BRAND SHOP OUTLET-ში “შავი პარასკევის” ფასდაკლებები დღეს დაიწყო ორშაბათ საღამოს დამთავრდება, ფასდაკლების ფარგლებში ჩვენმა მომხმარებლმა მიიღო კარგი შანსი იმისთვის, რათა შეიძინოს ნებისმიერი სახის პროდუქცია 20%-იდან 80%-ის ჩათვლით. პროდუქციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებს.

BLACK FRIDAY- 80%-მდე ფასდაკლება BRAND SHOP OUTLET-ში

“შავი პარასკევის” იდეა ამერიკიდან მოდის და მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება. ამერიკული დღესასწაულიდან ამ დღემ მსოფლიო მნიშვნელობის მაშტაბები მიიღო და დღეს ყველაზე აქტიურ შოპინგის დღედ გვევლინება.

“შავი პარასკევის” ერთ-ერთი გამორჩეული ნიშაა მაღალი ფასდაკლებები, რომლებსაც ადგილობრივი თუ ონლაინ მაღაზიები გვთავაზობენ და გამონაკლისი არც ჩვენი BRAND SHOP OUTLET-ია.

დავიწყოთ იმით რომ, ჩვენი მომხმარებლისათვის ერთი კონკრეტული დღის ნაცვლად თითქმის ფასდაკლების კვირეული გამოვყავით და ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 80%-მდე ფასდაკლებას შემოგთავაზებთ.

მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სეზონური კოლექციები, აქსესუარები და ფეხსაცმელი, ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის შეძენა ძალიან დიდი ფასდაკლების პირობებში შეგეძლებათ.

Tags

სეზონური ფასდაკლება საბურთალოზე და ისანში

მზარდი ფასდაკლების აქცია საბურთალოს და ისნის ფილიალებში გრძელდება. Armani, Boss, C&K, Jack&Jones. H&M, Vero Moda, Vingino, Original Marines, Lupilu და სხვა მრავალი ევროპული ბრენდების კოლექციები წარმოდგენილია ჩვენს ფილიალებში, რომლის შეძენა პირველ ვიზიტზე 10%-ის ფასდაკლებით, მეორე ვიზიტზე 15%-ის ფასდაკლებით, ხოლო მესამე ვიზიტზე 20%-ად შეგეძლებათ.

შეგახსნებთ, რომ კოლექციის ლიკვიდაციის ფარგლებში ვარკეთილის მაღაზიაში მიმდინარეობს 60% ფასდაკლება სრულ კოლექციაზე.

60% ფასდაკლება ვარკეთილში

თქვენთვის უკვე ნაცნობი ფაქტია, რომ ვარკეთილის ფილიალში(ჯავახეთის ქუჩა 68) მიმდინარეობს 60% ფასდაკლება სრულ კოლექციაზე. Armani, Jack&Jones, H&M, Vero Moda, Lupilu, Vingino, Original Marines და სხვა ევროპული ბრენდების კოლექციების შეძენა ამ დღეების განმავლობაში მინიმალურ ფასად შეგეძლებათ.

ვინც ჯერ კიდეევ არ იცით, ვარკეთილის ფილილალი მუშაობს 10:00-იდან 20:00-მდე და მდებარეობს ჯავახეთის 68-ში.

გამოიყენეთ შანსი, რომელსაც BRAND SHOP OUTLET გთავზობთ.

20% ფასდაკლება სრულ კოლექციაზე

სასიაომოვნო სიახლე ჩვენს მომხარებელს, BRAND SHOP OUTLET-ში 21 ივლისამდე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ფასდაკლება გავრცელდება სრულ კოლექციაზე, რომელიც მოიცავს ევროპული ბრენდების Dsquared, Armani, Jack&Jones, H&M, Oliver, Original marines, Vingino და სხვა.

გვეწვიეთ ჩვენს საბურთალოს, ისნის, ვარკეთილისა და თელავის ფილიალებში, ჩვენი მაღაზიები გელოდებიან ყოველ დღე 10:00-იდან 20:00-მდე.

მიმდინარე ფასდაკლებები BRAND SHOP OUTLET-ში

დღევანდელი ბლოგში გაგაცნობთ მიმდინარე სიახლეებს BRAND SHOP OUTLET-ში. ჩვენ სიცხეს არ ვუშინდებით და მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში გიხმობთ, რათა უფრო მრავალფეროვანი გახადოთ თქვენი გარდერობი. იმისათვის, რომ შოპინგმა თქვენი საფულე არ შეათხელოს BRAND SHOP OUTLET გთავაზობთ, რამოდენიმე სახის აქციას.

ყველაზე მეტად გამოსარჩევია მზარდი ფასდაკლების აქცია, რომელიც 5 აგვისტომდე გაგრძელდება. აღნიშნული აქციის ფარგლებში პირველ ვიზიტზე თქვენ მიიღებთ 10% ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე, მომდევნო ვიზიტებზე 15%-ს და 20%-ს.

მამაკაცების მაისურების გარკვეულ ხაზზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

და ბოლოს, გამომიმუშვეთ +5%. უბრალოდ გააზიარეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი ან გააკეთეთ Check in ჩვენს მაღაზიებში და თქვენ დამატებით მიიღებთ +5% სრულ კოლექციაზე.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გელოდებით ჩვენს მაღაზიებში, დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე ან/და ჩვენს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.


იხილეთ მცირე ფოტო-კოლაჟი ჩვენი კოლექციების:

ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდეთ: “S.Oliver”

BRAND SHOP OUTLET, როგორც ყოველთვის მოდის უახლესი ტენდენციების სადარაჯოზეა და შესაბამისი ასპექტებით ახდენს კოლექციების განახლებას. საქართველოში მოდის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა საზოგადოებისთვის კვლავაც ბევრი ბრენდი რჩება უცნობი, რომელის არცოდნაც მოდის “გურმანებს” საპატიოდ არ ეთვლებათ.

დღეს BRAND SHOP OUTLET წარმოგიდგენთ ტანსაცმლის ბრენდ “ს.ოლივერს”. ტანსაცმლის გერმანული ბრენდი 1969 წელს ქალაქ როტერდოფში დაარსდა ბერნდ ფრაიერის მიერ. კომპანია პირველ ეტაპზე მომწოდებლების მიერ მარაგდებოდა, თუმცა 1970-იანებში მომწოდებლებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობის შემდეგ ბერნდ ფრაიერმა გადაწყვიტა ინდოეთში წასულიყო, თავად შეეძინა ტექსტილი და გამხდარიყო მწარმოებელი ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონკურენტიან ბიზნესში.

თავდაპირველად “სერ ოლივერი”, კომპანია “4471” სახელთან დაკავშირებული სამართლიანი დავის შემდეგ კი “ს.ოლივერი”. ბევრი რეორგანიზაციისა თუ იმდეგაცრუების მიუხედავად გერმანული ბრენდი დღეს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ისინი წარმოდგენილები არიან თითქმის მთელ ევროპაში(მათ შორის ჩვენს მაღაზიებშიც), სადაც მათ ანგარიშზე 500-ზე მეტი ოფიცილაური მაღაზიაა.

“ს.ოლივერი” თითქმის მთლიანად ითვისებს მომხმარებლის მოთხოვნილებების არეალს და აწარმოებს მამაკაცების, ქალბატონებისა და ბავშვების თანამდეროვე, ხარისხიან და ხელმისაწვდომი კოლექციებს, ასევე აქსესუარებსა და ფეხსაცმელს.

“ს.ოლივერი”-ის კოლექციების შეძენა უკვე BRAND SHOP OUTLET-შიც შეგიძლიათ.

ჩვენ გირჩევთ “ს.ოლივერ”-ს.

ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდეთ: “ვინჯინო”

BRAND SHOP OUTLET, როგორც ყოველთვის მოდის უახლესი ტენდენციების სადარაჯოზეა და შესაბამისი ასპექტებით ახდენს კოლექციების განახლებას. საქართველოში მოდის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა საზოგადოებისთვის კვლავაც ბევრი ბრენდი რჩება უცნობი, რომელის არცოდნაც მოდის “გურმანებს” საპატიოდ არ ეთვლებათ.

დღეს გვინდა გაგაცნოთ ჰოლანდიური ბრენდი “ვინჯინო”, რომელიც თქვენი საყვარელი პატარების გარდერობში აუცილებლად მოიპოვებს თავის საპატიო ადგილს. 2001 წელს დაარსებული პატარა კომპანია მალევე გადაიქცა მსოფლიო მაშტაბის ბრენდად, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტილის ტანისამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს 0 წლიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის.

დახვეწილი დეტალები, კომფორტული ტანისამოსი, ყოველთვის თანამედროვე და ხელმისაწვდომი კოლექციები ჩვენი მომხმარებლისათვის-BRAND SHOP OUTLET გირჩევთ “ვინჯინოს”.