Monthly Archive დეკემბერი 2018

მოდის დაჯილდოვება 2018: შეჯამება

დღევანდელი ბლოგი შეეხება მოდის წლის ყველაზე მნიშვნელოვან დაჯილდოვებას, რომელიც 10 დეკემბერს ლონდონში გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო ინგლისის დედაქალაქში ბევრმა სელებრითმა მოიყარა თავი. მაშ ასე, კარგად მოკალათდით წინ ძალიან საინტერესო ბლოგი გელით.

დაჯილდოვებამ, რომელმაც 2016 წელს რებრენდინგი განიცადა და ბრიტანული მოდის დაჯილდოვებიდან მოდის დაჯილდოვებად გადაკეთდა, მსოფლიოს გარშემო წლის განმავლობაში ყველაზე კრეატიული და ინოვაციური დიზაინერები, ბრენდების წარმომადგენლები და მოდის ბიზნესის წარმატებული მართველები ერთად შეკრიბა.

წითელ ხალიჩაზე გამოჯდნენ ისეთი სახეები, როგორებიც არიან ქენდალ ჯენერი, სარა სამპაიო, ელა რიჩარდსი, დაუთსენ კრუსი, ბექჰემების ოჯახი, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა.

დაჯილდოვების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი სცენაზე მეგან მარკლის გამოჩენა იყო, მან ჯილდო Givenchy-ის დიზაინერს კლერ უეით კელერს გადასცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქსესუარების წლის დიზაინერი ქართველი დემნა გვასალია გახდა, რომელიც Balenciaga-სთვის მუშაობს.

წარმოგიდგენთ ჯილდოს მფლობელების სიას:

წლის დიზაინერი (აქსესუარები) – დემნა გვასალია, Balenciaga

წლის ბრიტანელი დიზაინერი (მამაკაცის ხაზი) – ქრეიგ გრინი, Craig Green

წლის ბრიტანელი დიზაინერი (ქალის ხაზი) – კლერ უეით კელერი, Givenchy

წლის ბრენდი – Gucci

წლის დიზაინერი – პიერპაოლო პიჩოლი, Valentino

ბრიტანული მოდის ამომავალი ვარსკვლავი (მამაკაცის ხაზი) – სემუელ როსი, A-Cold-Wall

წლის მოდელი – კაია გერბერი

ბრიტანული მოდის ამომავალი ვარსკვლავი (ქალის ხაზი) – რიჩარდ ქუინი, Richard Quinn

იზაბელ ბლოუს პრემია – Mert& Marcus

Swarovski პრემია,  განვითარებაში წვლილის შეტანისთვის – ვივიენ ვესტვუდი

განსაკუთრებული მიღწევებისთვის – მიუჩა პრადა

და ბოლოს წარმოგიდგენთ, TOP 5 ლუქს BRAND SHOP OUTLET-ის ვერსიით.










5) ქენდალ ჯენერი, ლუქი ეკუთვნის იულიან მაკდონალდსის მოდის სახლს             
4) მეგან მარკლი ჟივენშის ლუქში
3) როსი ჰანინგტონ-უიტლი ჯივენშის ლუქში
2) მარია ბორხესი
1) დაუთსენ კრუსი