Monthly Archive მაისი 2019

ქუჩის სტილი: BRAND SHOP OUTLET გოგონებისთვის

როგორც ვიცით, ჩაცმულობის სტილი და მოდა მუდმივად იცვლება და ბევრ საინტერესო თუ უჩვეულო სამოსს გვთავაზობს. ყველა დიზაინერი ცდილობს ყოველი ახალი კოლექცია უფრო ორიგინალური, დახვეწილი და გაყიდვადი იყოს, თუმცა ბევრი დიზაინერისათვის კომფორტი კვალვაც პირველ პრიორიტეტად რჩება. რათქმაუნდა BRAND SHOP OUTLET-იც არაა გამონაკლისი და გთავაზობთ უახლეს კოლექციებს, რომელიც ერგება როგორც თქვენ კომფორტს ასევე გემოვნებას. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ TOP 3 ლუქს რომელიც გოგონებს შეგიძლიათ ატაროთ ყოველდღიურად.

2019 წელი ისევე როგორც გასულ 2018 წელსაც პოპულარულია ღია ფერებით და ნაჭრის ტანისამოსით, აერთიანებს ჯინსების და პიჯაკების ორიგინალურ მოდელებს და აქსესუარებს. ახლა კი შემოგთავაზებთ ლუქებს რომელის შეძენა დღესვე შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიებში.

ჩვენი სიის მესამე ადგილს იკავებს ძალიან პრაქტიკული და ლამაზი კაბა, რომელიც იტალური ბრენდის “Everlane”-ის შემოქმედებაა. იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი ფასი ფასდაკლებით მხოლოდ 54 ლარი გახლავთ, ის ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენს გარდერობში.

მეორე ადგილზე არის ლუქი, რომელზეც ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია. ნაჭრის პერანგი და DSQUARED 2 ჯინსი შესაძლოა თქვენს გარდერობს ყველაზე მეტად სჭირდება. რათქმაუნდა ამ ლუქის შეძენა ჩვენს მაღაზიბეში შეგიძლიათ: პერანგი 64 ლარი, შარვალი კი 119.

ბოლო მესამე და ყველაზე პრაქტიკული ლუქი, რომელსაც მართლაც ქუჩის ყოველდღიური სტილი შეგვიძლია დავუძახოთ. ამ სტილის შესაქმნელად თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ბრენდული ტანისამოსი, როგორც ხედავთ ამ სტილის ეშხი დეტალებშია, დეტალები კი BRAND SHOP OUTLET-ში. ჯინსის პიჯაკი 79 ლარი, მაისური 24 ლარი, ხოლო შარვალი 69 ლარი.