Monthly Archive ნოემბერი 2019

BLACK FRIDAY-ის დღესთან დაკავშირებით 22:00-მდე ვიმუშავებთ

Black friday მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკვე კულმინაციას აღწევს, გამონაკლისი არც საქართველოა და არც ჩვენი მაღაზია, რომელიც მაღალი ხარისხისა და მოდური კოლექციების შეძენის შესაძლებლობას 80%-მდე ფასდაკლებით გთავაზობთ.

ყველა ამ სიკეთის გათვალისწინებით გვინდა გამცნოთ, რომ ჩვენი მაღაზიები დღეს 22:00 საათამდე იმუშავებენ.

შევხვდებით მაღაზიებში!

Tags

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ BLACK FRIDAY-ის შესახებ

BLACK FRIDAY საქართველოში ბევრისათვის გაცვეთილი, ბევრისათვის კი ახალი და გაუგებარი ფრაზაა. როგორც არ უნდა იყოს ინგლისურიდან ეს სიტყვები ითარგმნება, როგორც “შავი პარასკევი”. რატომ “შავი პარასკევი”? რა ხდება ამ დღეს? რატომ იპყრობს ეს დღე ამხელა ყურადღებას? რა შუაშია BLACK FRIDAY ჩვენს მაღაზიასთან? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში გაგცემთ.

რატომ “პარასკევი”?
შავი პარასკევი მადლიერების დღეს უკავშირდება, ტრადიციულად მადლიერების დღე ამერიკაში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება, რაც ნიშანი არის იმის, რომ შობა-ახალი წლისთვის მზადება არაოფიციალურად იწყება. დღესასწაულის მეორე დღე კი ამერიკელებისათვის ფაქტიურად სიგნალია. იმისათვის რომ ივაჭრონ შობისათვის, დროთა განმავლობაში ეს კი ტრადიციათ იქცა. ასე და ამ გვარად იქცა ნოემბრის მეოთხე პარასკევი შოპინგის დღედ.

რატომ “შავი”?
ამის შესახებ სხვადასხვა ისტორია არსებობს. ერთ-ერთი ისტორია ასეთია: მოვაჭრეები, როგორც წესი წაგებას თავის წიგნაკში წითელი კალმით აღნიშნავდნენ, მოგებას კი შავით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს დიდ მოგებას ნახულობდნენ ისინი, როგორ წესი შავ კალამს იყენებდნენ, ამ ისტორიის თანახმად სწორედ აქედან მოდის “შავი პარასკევი”. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება ოქროს ფასის ვარდნას უკავშირდება, რომელმაც ოქროს ბაზარი “შავ” დღეში ჩააგდო.

რა მაშტაბისაა BLACK FRIDAY?
ამ მომენტისთვის ამ დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, მიუხედევად იმისა, რომ ეს არაა ოფიციალური დღესასწაული ბევრი დამქირავებელი თავის თანამშრომლებს დასვენების საშუალებას აძლევს. “შავმა პარასკევმა” ასეთ მაშტაბურ პოპულარობას ბოლო წლებში მიაღწია, 2005 წლიდან კი წლის ყველაზე დიდ შოპინგ დღედ ითვლება, როგორც წესი ხელმძღვანებლები მაღაზიებს ადრიანად ხსნიან, გვიან კეტავენ და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციებს სთავაზობენ.

BRAND SHOP OUTLET და BLACK FRIDAY
საქართველოშიც ისევე, როგროც მთელ მსოფლიოში, ყოველწელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ნოემბრის ბოლო პარასკევი. მეორედ არსებობის ისტორიაში ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ სიამოვნება და სოლიდური ფასდაკლება ამ დღესათან დაკავშირებით. BRAND SHOP OUTLET-ში “შავი პარასკევის” ფასდაკლებები დღეს დაიწყო ორშაბათ საღამოს დამთავრდება, ფასდაკლების ფარგლებში ჩვენმა მომხმარებლმა მიიღო კარგი შანსი იმისთვის, რათა შეიძინოს ნებისმიერი სახის პროდუქცია 20%-იდან 80%-ის ჩათვლით. პროდუქციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებს.

BLACK FRIDAY- 80%-მდე ფასდაკლება BRAND SHOP OUTLET-ში

“შავი პარასკევის” იდეა ამერიკიდან მოდის და მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება. ამერიკული დღესასწაულიდან ამ დღემ მსოფლიო მნიშვნელობის მაშტაბები მიიღო და დღეს ყველაზე აქტიურ შოპინგის დღედ გვევლინება.

“შავი პარასკევის” ერთ-ერთი გამორჩეული ნიშაა მაღალი ფასდაკლებები, რომლებსაც ადგილობრივი თუ ონლაინ მაღაზიები გვთავაზობენ და გამონაკლისი არც ჩვენი BRAND SHOP OUTLET-ია.

დავიწყოთ იმით რომ, ჩვენი მომხმარებლისათვის ერთი კონკრეტული დღის ნაცვლად თითქმის ფასდაკლების კვირეული გამოვყავით და ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 80%-მდე ფასდაკლებას შემოგთავაზებთ.

მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სეზონური კოლექციები, აქსესუარები და ფეხსაცმელი, ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის შეძენა ძალიან დიდი ფასდაკლების პირობებში შეგეძლებათ.

Tags