შემოდგომა-ზამთრის ტრენდი: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ მოდის ახალ ტენდენციებზე

შემოდგომა-ზამთრის ტრენდი: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ მოდის ახალ ტენდენციებზე

ცხელი ზაფხულის შემდეგ, როგორც იქნა დადგა შემოდგომა, რომელიც დატვირთულია მოდის ახალი ტენდენციებით. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის ყველაზე პოპულარულ კოლექციები აცოცხლებს ძველ ბრიტანულ სტილსა და ეხება ძველ 80-იანებს.  იმედს ვიტოვებთ, ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ ერთადერთი კითხვა იქნება: რომელი ლუქი ვცადო პირველი? 

სტატიაში მოცემული ყველა მოდელის ან/და მსგავსი მოდელის შეძენა შეგიძლიათ BRAND SHOP OUTLET-ის სამივე ფილიალში, შეგახსნებეთ, რომ ახალი კოლექციის მიღებამდე დარჩენილია რამოდენიმე დღე, მანამდე კი მიმდინარეობს კოლექციების ლიკვიდაცია 50% ფასდაკლებით.

დამატებითი ქურთუკები
როდესაც შეიძლება რამოდენიმე ქურთუკი ერთად გეცვათ, რატომ უნდა ატაროთ მხოლოდ ერთი? თხელ ქურთუკზე ერთი სქელი ქურთუკის დამატებით, როგორიცაა დუტის ქურთუკი, წყალგაუმტარი მოსაცმელი, ლაბადა და სხვა მრავალი სტილის ქურთუკები, მოგცემთ საშუალებას წლის ცივი პერიოდი გაატაროთ თბილად და მოდურად.



ყავისფერი და შავი

ყველაფერი, რაც ამ ლუქის მორგების დროს გჭირდებათ არის ის, ის რომ იპოვო სწორი ტონალობა. ნატალი რემსი-ლევიმ ეს ყველაფერი ძალიან კარგად წარმოადგინა ქლოეს ჩვენებაზე. ყავისფერი და შავი ფერების შეხამებით მიიღებთ ლუქს, რომელიც თქვენს სტილს მრავალფეროვანს და თვალსაჩინოს გახდის.


ჯადოსნური ცხოველი

სტილი სახელად “ჯადოსუნრი ცხოველი” ანუ ცხოველის ბეწვისგან ან ტყავისგან შექმნილი ტანისამოსი აქტუალრობას კვლავ არ კარგავს. რამოდენიმე სელებრითმა უკვე გამოავლინა ერთუგლება ამ სტილისადმი, მათგან გამოსარჩევია ვიქტორია ბექჰემი, რომელიც ლეოპარდის ტყავის ქურთუკით შენიშნეს. აღსანიშნავია ასევე ჯიჯი ჰადიდი გველის ტყავის შარვლით და ტომ ფორდი, რომელიც ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ტანისამოსს ხშირად უხამებს ერთმანეთს.


80-იანების სტილი
პოპულარობას არ კარგავს 80-იანების სტილიც, რომელსაც ალბათ მოძველებულიც შეგვიძლია ვუწოდოთ, თუმცა ალბათ მოცემული ლუქები ნამდვილად ამართლებს გამონათქვამს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. 

ელასტიკი ტყავის ქურთუკთან ერთად
ლუქი რომელიც ბევრისთვის ალბათ ყველაზე პრაქტიკულია. თუ თვლით, რომ ლამაზი ფორმები გაქვთ, ჩვენი გვერდის რჩევაა, რომ ეს ლუქი აუცილებლად მოირგოთ.ისევე, როგორც წინა წლებში ეს სტილი კვლავ ინარჩუნებს პოპულარობას ბლოგერებსა და სელებრითებში.


სპორტული სტილი
 ჩვენი ბლოგის ბოლო და ყველაზე სპორტული ლუქი მათვის ვისთვისაც ვარჯიში ცხოვრების წესია. ჟაკეტი, ბიუსჰალტერი და სპორტული ელასტიკები. დანარჩენი უბრალოდ თქვენს ლამაზ ფორმებზეა დამოკიდებული.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *