10 ფაქტი მოდის შესახებ,რომელიც შეიძლება არც გაგიგონიათ

10 ფაქტი მოდის შესახებ,რომელიც შეიძლება არც გაგიგონიათ

საზოგადოების განვითარებასთან ერთად ვითარდება მოდის სამყაროც. საუკუნეების მანძილზე მოდის ინდუსტრიამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ თანამედროვე ცივილიზაცია მის გარეშე თითქმის არც არსებობს, განვითარების ეტაპებზე კი ისტორიამ დაგვიტოვა ბევრი საინტერესო ფაქტები მოდის შესახებ. წარმოგიდგენთ 10  ფაქტს, რომელიც შეიძლება არც კი გსმენიათ.

სანამ ბლოგის წერას დავიწყებ, მსურს შეგახსენოთ, რომ ჩვენს ფილიალებში გრძელდება ფასდაკლება, რამოდენიმე დღეში კი კოლექცია განახლდება მთლიანად.
1) ლეგალური ზომა
1970-იან წლებში სამხრეთ კორეის ქუჩებში აქტიურად პატრულირებდა მოდის პოლიცია. ოფიცრები ზომავდნენ კაბის სიგრძეს და იმ შემთხვევაში თუ კაბა კანონით დაშვებულ ნორმაზე მოკლე იყო, ქალბატონებს სოლიდური ჯარიმის გადახდას არ ასცდებოდათ.

2) პირველი ლოგო
პირველი ტანსაცმლის ლოგო იყო ნაქარგი ნიანგი, რომელიც შექიმნა 1933 წელს. მოდის ინდსუტრიაში კვლავ გვხვდება ლოგოები,  სადაც შეგვძლია ვნახოთ ნიანგი.

3) შორტები
საზოგადოებაში შორტის ჩაცმა თავდაპირველად მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო მიღებული, ქალებს კი მისი ჩაცმის უფლება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს. ამის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ომის გამო არც თუ ისე ბევრი ტანსაცმლის ქარხანა ფუნქიონირებდა, შორტებს ქარხნები კი ყველაზე მარტივად ამზადებდნენ.

4) მაისურები
ბოლო მონაცემების მიხედვით მაისური მოდის ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული პროდუქტია. სხვადასხვა კვლევების თანახმად ყოველ წელს მსოფლიოში 2 მილიარდამდე მაისური იყიდება.

5) მოდის პირველი გაზეთი
ყოველწლიურად მოდის შესახებ მსოფლიოში  ათასობით გაზეთი იყიდება მოდის შესახებ.თუმცა საინტერესოა პირველად როდის გამოიცა ამ სტილის გაზეთი. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოდის პირველი გაზეთი გამოიცა და გაიყიდა გერმანიაში 1586 წელს.

6) რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ნემსის მაგივრად?
ალბათ არცერთ თგვენგანს არ უფიქრია თუ რამხელა როლი აქვს ტანსაცმლის შექმნისას ერთი შეხედვით პატარა ნემს. საინტერესოა რას იყენებდნენ 30 000 წლის წინ ადამიანები? მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ნემსის მაგივრად მრავალი საუკუნის წინ ცხოველის ძვლები გამოიყენებოდა. ნემსი, რომ არ გამოეგონებინათ ალბათ ჩვენთვისაც რთული იქნებოდა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის კოლექციები დაბალ ფასად.

7) ქოლგა არ გამოგონებულა იმისთვის, რომ წვიმისგან ვეხსენით
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც უკვე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აქსესუარს ეხება. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუკვირდება, თუმცა ქოლგა პირველად გამოიყენებოდა იმისთვის რომ მზის სხივები შეეკავებინა. სიტყვა “ქოლგა” ლათინურად ნიშნავს “Umbra”, რაც ნიშნავს ჩრდილს.

8) მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისტორია
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სულაც არ შექმნილა იმისთვის, რომ ქალები უფრო სექსუალურად გამოეჩინა. პირველად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს გამოიყენებდნენ მამაკაცები, რათა ცხენით სხვადასხვა შეჯიბრების დროს, როგორიცაა ისრის ან მშვილდის სროლა მყარად ჰქონოდათ ფეხი უნაგირში. სპეციალურად დამზადებული მაღალყელიანი ფეხსაცმელი კი ამაში ძალიან ეხმარეობდა.

9) როგორ შეცვალა მანქანამ მოდის ინდუსტრია
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ალბათ გგონიათ, რომ იმისთვის შეიქმნა, რათა ქალბატონები უფრო სექსუალური გამოეჩინა არის ბოლოკაბა. სინამდვილეში ბოლოკაბა შექმნილია იმისთვის, რომ ქალბატონებისათვის უფრო ადვილი გამხდარიყო მანქანაში ჩაჯდომა და მანქანიდან გადმოსვლა.

10) მოდის კვირეულები და ღონისძიებები
ყოველწლიურად მსოფლიოში იმართება 40 ოფიციალური მოდის კვირეული და 100 ღონისძიება. 5 ყველაზე ცნობილი მოდის კვირეულს წლის განმავობაში მასპინძლობს მილანი, ნიუ იორკი, ბერლინი, ლონდონი და პარიზი. როგორც წესი წლის პირველი “Fashion week” იმართება ნიუ იორკში, რომელსაც “მერსედეს ბენცის მოდის კვირეული” ეწოდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *