ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ BLACK FRIDAY-ის შესახებ

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ BLACK FRIDAY-ის შესახებ

BLACK FRIDAY საქართველოში ბევრისათვის გაცვეთილი, ბევრისათვის კი ახალი და გაუგებარი ფრაზაა. როგორც არ უნდა იყოს ინგლისურიდან ეს სიტყვები ითარგმნება, როგორც “შავი პარასკევი”. რატომ “შავი პარასკევი”? რა ხდება ამ დღეს? რატომ იპყრობს ეს დღე ამხელა ყურადღებას? რა შუაშია BLACK FRIDAY ჩვენს მაღაზიასთან? ყველა ამ კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში გაგცემთ.

საიდან მოდის “პარასკევი”?
შავი პარასკევი მადლიერების დღეს უკავშირდება, ტრადიციულად მადლიერების დღე ამერიკაში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება, რაც ნიშანი არის იმის, რომ შობა-ახალი წლისთვის მზადება არაოფიციალურად იწყება. დღესასწაულის მეორე დღე კი ამერიკელებისათვის ფაქტიურად სიგნალია. იმისათვის რომ ივაჭრონ შობისათვის, დროთა განმავლობაში ეს კი ტრადიციათ იქცა. ასე და ამ გვარად იქცა ნოემბრის მეოთხე პარასკევი შოპინგის დღედ.

რატომ “შავი”?
ამის შესახებ სხვადასხვა ისტორია არსებობს. ერთ-ერთი ისტორია ასეთია: მოვაჭრეები, როგორც წესი წაგებას თავის წიგნაკში წითელი კალმით აღნიშნავდნენ, მოგებას კი შავით. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს დიდ მოგებას ნახულობდნენ ისინი, როგორ წესი შავ კალამს იყენებდნენ, ამ ისტორიის თანახმად სწორედ აქედან მოდის “შავი პარასკევი”. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება ოქროს ფასის ვარდნას უკავშირდება, რომელმაც ოქროს ბაზარი “შავ” დღეში ჩააგდო.

რა მაშტაბისაა BLACK FRIDAY?
ამ მომენტისთვის ამ დღეს თითქმის მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, მიუხედევად იმისა, რომ ეს არაა ოფიციალური დღესასწაული ბევრი დამქირავებელი თავის თანამშრომლებს დასვენების საშუალებას აძლევს. “შავმა პარასკევმა” ასეთ მაშტაბურ პოპულარობას ბოლო წლებში მიაღწია, 2005 წლიდან კი წლის ყველაზე დიდ შოპინგ დღედ ითვლება, როგორც წესი ხელმძღვანებლები მაღაზიებს ადრიანად ხსნიან, გვიან კეტავენ და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის აქციებს სთავაზობენ.

BRAND SHOP OUTLET და BLACK FRIDAY
საქართველოშიც ისევე, როგროც მთელ მსოფლიოში, ყოველწელს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ნოემბრის ბოლო პარასკევი. წელს პირველად არსებობის ისტორიაში ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას მიიღონ სიამოვნება და სოლიდური ფასდაკლება ამ დღესათან დაკავშირებით. BRAND SHOP OUTLET-ში “შავი პარასკევის” ფასდაკლებები ოთხშაბათს დაიწყო პარასკევს საღამოს დამთავრდება, ფასდაკლების ფარგლებში ჩვენმა მომხმარებლმა მიიღო კარგი შანსი იმისთვის, რათა შეიძინოს ნებისმიერი სახის პროდუქცია 20%-იდან 80%-ის ჩათვლით. პროდუქციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.


TOP 5 პროდუქცია, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან აქციის ფარგლბეში




5. Sergio Tachinni-ის ხაზის ქურთუკი, რომელიც ზამთარში არც გულგრილს დაგტოვებთ და არც გაყინულს. მისი შეძენა შეგიძლიათ 20% ფასდაკლებით 119 ლარად.

4. კიდევ ერთი იტალიური ბრენდის Davide Cenci-ის ქურთუკი, რომელზეც ასევე ვრცელდება 20% ფასდაკლება. ელეგანტური, ხარისხიანი და მოდური ქურთუკი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კლასიკურ ასევე ყოველდღიურ სტილზე. მისი ფასი 127 ლარია.

3. ზამთრის ფეხსაცმელი გერმანული ბრენდი “Henleys”-სგან. მსუბუქი, თბილი და თანამედროვე გერმანული ყველგანმავალი ჩვენს ფილიალებში 111 ლარი ფასობს. BLACK FRIDAY-ის აქციის ფარგლებში ფეხსაცმელს 20% ფასდაკლება აქვს

2. მანტო, რომელიც იმსახურებს ადგილს თქვენს გარდერობში. ალბათ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯიბე არაა საკმარისი მის შესაძენათ, მაგრამ ცდებით, რადგან მისი ფასი მხოლოდ 75 ლარია. 50% ფასდაკლებით იგი კვლავ რჩება პოპულარული ჩვენს მომხმარებელში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან მანტოების დიდი არჩევანია, ფასდაკლება კი 50%-მდე.

  1. ჩვენი მაღაზიის ერთ-ერთი გამორჩეული ქურთუკი ქალბატონებისათვის, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი კარგი მეგობარი ზამთის ცივ დღეებში, მისი შეძენა მხოლოდ 167 ლარად შეგიძლიათ.


ამით ჩვენი ბლოგი დასასრულს მიუახლოვდა, იმედია სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდეთ “შავი პარასკევის” შესახებ. ჩვენ კი გელოდებით ჩვენს ფილიალებში,  რათა მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნათ წლის ყველაზე მაგარი შოპინგ დღისთვის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *