ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდეთ: "S.Oliver"

ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდეთ: “S.Oliver”

BRAND SHOP OUTLET, როგორც ყოველთვის მოდის უახლესი ტენდენციების სადარაჯოზეა და შესაბამისი ასპექტებით ახდენს კოლექციების განახლებას. საქართველოში მოდის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა საზოგადოებისთვის კვლავაც ბევრი ბრენდი რჩება უცნობი, რომელის არცოდნაც მოდის “გურმანებს” საპატიოდ არ ეთვლებათ.

დღეს BRAND SHOP OUTLET წარმოგიდგენთ ტანსაცმლის ბრენდ “ს.ოლივერს”. ტანსაცმლის გერმანული ბრენდი 1969 წელს ქალაქ როტერდოფში დაარსდა ბერნდ ფრაიერის მიერ. კომპანია პირველ ეტაპზე მომწოდებლების მიერ მარაგდებოდა, თუმცა 1970-იანებში მომწოდებლებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობის შემდეგ ბერნდ ფრაიერმა გადაწყვიტა ინდოეთში წასულიყო, თავად შეეძინა ტექსტილი და გამხდარიყო მწარმოებელი ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონკურენტიან ბიზნესში.

თავდაპირველად “სერ ოლივერი”, კომპანია “4471” სახელთან დაკავშირებული სამართლიანი დავის შემდეგ კი “ს.ოლივერი”. ბევრი რეორგანიზაციისა თუ იმდეგაცრუების მიუხედავად გერმანული ბრენდი დღეს საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, ისინი წარმოდგენილები არიან თითქმის მთელ ევროპაში(მათ შორის ჩვენს მაღაზიებშიც), სადაც მათ ანგარიშზე 500-ზე მეტი ოფიცილაური მაღაზიაა.

“ს.ოლივერი” თითქმის მთლიანად ითვისებს მომხმარებლის მოთხოვნილებების არეალს და აწარმოებს მამაკაცების, ქალბატონებისა და ბავშვების თანამდეროვე, ხარისხიან და ხელმისაწვდომი კოლექციებს, ასევე აქსესუარებსა და ფეხსაცმელს.

“ს.ოლივერი”-ის კოლექციების შეძენა უკვე BRAND SHOP OUTLET-შიც შეგიძლიათ.

ჩვენ გირჩევთ “ს.ოლივერ”-ს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *